ახალი ამბები

“უცნობი”: ახლა ვარკვევ, რატომ მიდიან “მაესტროდან” ჟურნალისტები

23 დეკემბერი, 2014 •
“უცნობი”: ახლა ვარკვევ, რატომ მიდიან “მაესტროდან” ჟურნალისტები

“მე გაჩუმებული ვარ და არაფერს ვაკეთებ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ის წილი არის ჩემი. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ჟურნალისტები წავიდნენ, გასარკვევი მაქვს, რატომ მიდიან ეს ჟურნალისტები “მაესტროდან” და როგორ მიდიან, ზუსტად გარკვევის პროცესში ვარ ახლა. მე 3-4 წლის განმავლობაში გათიშული ვიყავი [პროცესებიდან], არც მის მენეჯმენტში ჩავრეულვარ და არც ბადეში, ახლა დავინტერესდი, რატომ მიდიან ჟურნალისტები.


უცნობი/sana.ge-ს ფოტო
უცნობი/sana.ge-ს ფოტო

 

კოკა ყანდიაშილს აქვს თავისი სამსახური. ის თუ მაესტროში გადაცემას იწყებს, ჩემთვის სიახლეა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.  


გია გაჩეჩილაძე მაესტროში 25-პროცენტიან წილს ფლობს, თუმცა მას წილზე საკუთრების უფლება 2011 წლიდან აქვს შეზღუდული, რადგან ის მართვაში სხვა მფლობელებს გადასცა.



მასალების გადაბეჭდვის წესი