მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მაია ცქიტიშვილი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პირადად გაეცნო და RMG GOLD-ის თანამშრომელთა პოზიცია მოისმინა.

„ჩვენ ამ საკითხს უფრო დეტალურად გავეცნობით. ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიისთვის სამუშაოების წარმოების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს, რაც მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ მხარის პოზიციას, რომელიც ამ საკითხის გარშემო მსჯელობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.