ახალი ამბები

გახარიას მორალი საზოგადოებამ იცის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სააკაშვილზეა – პრემიერი

27 ივნისი, 2019 • 1149
გახარიას მორალი საზოგადოებამ იცის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სააკაშვილზეა – პრემიერი

“გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ვიღებ მე. გიორგის ფასეულობათა სისტემა და მორალი საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ კაბინეტსა და გუნდში არ გვყავს ადამიანი, ვინც სკამს გამოეკიდება”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ გააკეთა დღეს, 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა, ეკსირება მსჯავრდებულ სააკაშვილს, ვინც ამ ყველაფერს გეგმავდა და ადამიანებს, ვინც მოუწოდეს შტუმრისკენ და ჩვენი მოქალაქეების ობიექტური ემოციები გამოიყენეს”, – თქვა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ძალის გადამატების ცალკეული შემთხვევები გამოძიებული იქნება.

ამავე თემაზე

დიახ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი