ახალი ამბები

20 ივნისს ძალის გადამეტების გამოძიებაში ომბუდსმენი, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას ჩაერთვება

27 ივნისი, 2019 • 1005
20 ივნისს ძალის გადამეტების გამოძიებაში ომბუდსმენი, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას ჩაერთვება

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტების გამოძიებაში სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან ჩაერთვება. ომბუდსმენის აპარატში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ზეპირი კომუნიკაცია პროკურატურასთან გუშინ უკვე შედგა.

ამ გამოძიებას დღეს, 27 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერი მამუკა ბახტაძე. მან თქვა:

“ცალკეულ შემთხვვებში ცალკეულმა ადამიანებმა [პოლიციელებმა] გადაამეტეს ძალას. დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შსს-ს გენინსპექციაში მოწვეულია ომბუდმსენი, რასაც მე მივესალმები”, – განაცხადა ბახტაძემ.

24 ივნისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველი. თუმცა, ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ამ საკითხზე პროკურატურას აპარატისთვის არ მიუმართავს. ნინო ლომჯარიას თქმით, 26 ივნისს მან თავად მიმართა პროკურატურას ამ მოთხოვნით.

ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად დაპირებისა, პროკურატურას აპარატი გამოძიებაში არ ჩაურთავს

მასალების გადაბეჭდვის წესი