ახალი ამბები

“მოვლენები ელვისებურად იცვლებოდა” – ბახტაძე დარბევამდე კომენტარს განმარტავს

27 ივნისი, 2019 • 863
“მოვლენები ელვისებურად იცვლებოდა” – ბახტაძე დარბევამდე კომენტარს განმარტავს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განმარტავს აქციის დარბევამდე მის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომლის მიხედვითაც, “რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი “ქართული ოცნების” ხელწერა არ არის.

როგორც ცნობილია, პოლიციამ გაზი და რეზინის ტყვიები სწორედ პრემიერის განცხადების შემდეგ, მალევე გამოიყენა.

“ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და განწყობას, რომ ძალის გამოყენებას არავინ გეგმავდა. მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით. რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე. იმ მომენტში დადგა [რეალობა], რომ პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა აგრესიას, პოლიცია იძულებული იყო ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა. იერიშის რამდენიმე ფაზა იყო აგრესიული ძალის მხრიდან”, – განაცხადა ბახტაძემ.

დიახ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა – ბახტაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი