ახალი ამბები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ახალი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება

23 დეკემბერი, 2014 • • 1410
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ახალი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, 2014 წლის 22 დეკემბერს სახალხო დამცველის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებთან, სადაც განხილული იყო სხვადასხვა საკითხი. სახალხო დამცველმა ექსპერტებს აცნობა, რომ  სახალხო დამცველის აპარატის დებულების შესაბამისად, წელიწადნახევრის მუშაობის შემდეგ ცხადდება ხელახალი კონკურსი და განახლდება ექსპერტთა შემადგენლობა.

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ექსპერტების ახალი ჯგუფის შერჩევამდე პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოქმედი ექსპერტები გააგრძელებენ მუშაობას და მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება ახალი წევრების შერჩევისთანავე. კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმი 2009 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა, რომელიც ციხეებში არსებულ სიტუაციას იკვლევს, აფასებს წამებისა და არადამიანური მოპყრობის რისკფაქტორებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ანგარიშებს  და პატიმრების ინდივიდუალურ საჩივრებსაც განიხილავს.

საქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი