ახალი ამბები

ანონსი: 23 დეკემბერი

22 დეკემბერი, 2014 •
ანონსი: 23 დეკემბერი

10:30 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, თბილისის მერიის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სოციალური საწარმოების მესამე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც 15:30 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია შეუერთდება.

11:00 საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა და ექსპედიტორთა ასოციაციების, ირანის საელჩოსა და ექსპედიტორ და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.
თემა: საქართველოსა და ირანს შორის ქართული სატვირთო ავტომობილებით სატრანსპორტო გადაზიდვების გააქტიურებასა და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობა.
მის. ი. ჭავჭავაძის გამზ. #78

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, ისრაელში მოღვაწე მომღერალი მორის ჯანაშვილი და კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: მორის ჯანაშვილისთვის ვარსკვლავის გახსნა და გრანდიოზული კონცერტი ფილარმონიაში.

11.00 ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, “ყაზტრანსგაზ თბილისის” სპეციალურ მმართველთან გია ბენაშვილთან ერთად “ყაზტრანსგაზ თბილისში” ცხელი ხაზის ამოქმედების ღონისძიებას დაესწრება.
მის: მიცკევიჩის ქ. #18 ა, “ყაზნტრანსგაზ თბილისის” სათავო ოფისი
საკონტაქტო პირი ირაკლი გაფრინდაშვილი – 599 56 18 47

 

11:00 ჯანდაცვის სამინისტროში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრი მიმდინარე
წლის ანგარიშს წარადგენს.
მის: წერეთლის @144

11:00 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი თბილისის პრობაციის ბიუროს ოფისის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
მის: ალ. ყაზბეგის #42

11:00  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, პროექტის – “თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა” ფარგლებში, IDFI, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერითა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, თბილისის მერიის ვებ-პორტალის კონცეფციის პრეზენტაციასა და განხილვას გამართავს, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

11:00 ქალაქ მცხეთაში, გუბერნიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მცხეთა-მთიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
საკონატაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე – 599 12 00 09

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: იპოთეკარების ფართომასშტაბიანი აქცია პარლამენტთან.

 

11:30 “პირველ პრესკლუბში”, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის მიმართ სასამართლოში მოგებულ საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00 “პირველ პრესკლუბში”, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, ვოვა არუთინოვის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს და მის ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00 საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიების შესახებ შექმნილი ვიდეო რგოლების პრეზენტაცია გაიმართება.

12:00 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უხუცეს მოსამართლეებს შეხვდება.
მის: ძმ. ზუბალაშვილების ქ.N#32
საკონტაქტო პირი ქეთი ტყეშელაშვილი – 577 55 77 35

 

12:00 წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ჟურნალისტურ კონკურსში – ნაბიჯი თავისუფლებისკენ- გამარჯვებულებს გამოავლენს.
მის: მ. ქანთარიას ქ. #11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი – საქართველოს” წარმომადგენელი, ირაკლი კაკაბაძე ბუტა რობაქიძის საქმის გარშემო არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ ატეხილი ხმაური, პუტინის განცხადება საქართველოს შესახებ, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნება პოლიტიკაში.

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: კობა ნაყოფიას დანაშაული საყდრისთან დაკავშირებით.

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, მშენებელი თემურ მამაცაშვილი, კომპანია “ფენიქსის” დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ შარაბიძე და საგზაო კომპანიების ხელმძღვანელები სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.
თემა: “ნაციონალური მოძრობის” ბრალდებას, რომლის მიხედვითაც საავტომობილო დეპარტამენტის სატენდერო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ საკუთარი სიმამრის კომპანიას მილიონამდე ლარი მოაგებინა, თემურ მამაცაშვილი უპასუხებს.

13:00 თბილისის პარლამენტის სასახლეში, თამარ მეფის დარბაზში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამართავს “საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო გერბის, სახელმწიფო დროშის და სხვა კატეგორიის სიმბოლოების გამოყენების წესების” ბროშურის პროექტის პრეზენტაციას.
მის: რუსთაველის #8; პარლამენტის სასახლე
ტელ.: 595 55 12 00, 293-20-99

13.00 2015-2019 წლებში პენსიებისა და შემწეობების დარიგების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტო და “ლიბერთი ბანკი” ხელშეკრულებას გააფორმებენ.
მის: წერეთლის გამზ. #144, VIII სართ., ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი ტატა გამყრელიძე – 595 23 88 42, 577 45 54 74


13:00 სასტუმრო “ვერე პალასში”, ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: “საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსა და შეერთებული შტატების მიმართ”.
მის: ქუჩიშვილის ქ. #22/24, ტელ. 577 99 99 12

 

14:00 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინ “აფხაზთა კრების” პარტნიორი ორგანიზაციები: “ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა”, ,,აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” და ,,ქალები საქართველოსთვის” საკანონმდებლო ცვლილებებისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების უფლების დაბრუნების მოთხოვნით
აქციას გამართავენ.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #16

14:00 სოფელ კაჭრეთში, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.

 

14:00 კონკურსის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. კონკურსი “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს .
მის: მინდელის ქ. #9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი

14:00 რიყის პარკში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან და სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად ცოცხალ ნაძვის ხეებს მორთავს.

 

15:00 სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში” არაკომერციული იურიდიული პირის – პროფესიული გაერთიანების “საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის” დაფუძნების პრეზენტაცია გაიმართება.

 

15:00 “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები მედიასთაბ შეხვედრას გამართავენ.
მის: სოლოლაკი, პაოლო იაშვილის ქ. #14/22, “ინტერნიუს-საქართველოს” ოფისი

15:00 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში, ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლის, თამაზ გოგოლაძის პროექტის: “ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი)” პრეზენტაცია გაიმართება.

15:00 “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, საქართველოს პარლამენტს საყდრისი-ყაჩაღიანის მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მომზადებულ პეტიციასა და თანდართულ ხელმოწერებს წარუდგენს.

 

15:30 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” თბილისის მერი დავით ნარმანია სოციალური საწარმოების მესამე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

16:00 EUGBC–ის ოფისში, ევროკავშირ–საქართველოს ბიზნესსაბჭო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს.
მის: ზანდუკელის ქ. #3
საკონტაქტო პირი ნინო მჭელიშვილი – 599 97 85 27

 

16:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მუშაობის ორწლიან ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: პოლიტკოვსაკაიას ქ. #3ა, (იუსტიციის სასწავლო ცენტრი)
საკონტაქტო პირი ნინო კორკელია – 577 111 840

18:00 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით, ეროვნული არქივის კინოდარბაზში საჯარო ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, რუსეთისა და კავკასიის ისტორიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, ჰუბერტუს იანი.
თემა: ვორონცოვის ძეგლი და რუსეთის იმპერიული სცენარი მე-19 საუკუნის საქართველოში.

18:00 სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, პროგრამის – “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი