ახალი ამბები

მოსამართლეს დღეს აქვს შანსი, რომ დაწეროს ისტორია – მელიას ადვოკატი

27 ივნისი, 2019 • 785
მოსამართლეს დღეს აქვს შანსი, რომ დაწეროს ისტორია – მელიას ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მოსამართლეს, რომელმაც დღეს მელიას პატიმრობის საქმე უნდა განიხილოს, ისტორიის დაწერის შანსი აქვს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს საქმე მთლიანად პოლიტიკურია.

“მე მინდა გავაკეთო ძალიან მარტივი და კონკრეტული კომენტარი, დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი, რომ დაწეროს ისტორია. განახორციელოს სამართლიანი მართლმსაჯულება, უარი თქვას ნიკა მელიას პატიმრობაზე. ეს არის ისტორიული შანსი და მე შევახსენებ ყველას, რომ ადამიანები თავიანთი ისტორიას ქმნიანი თვითონ.

მივმართავ სასამართლო კორპუსს, ეს არის უპრეცედენტო შანსი, რომ დღეს ყველაფრის მიღმა სასამართლო დადგეს და აჩვენოს პროკურატურასაც, აჩვენოს პოლიტიკოსებს ის, რომ სასამართლო უნდა ყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს პრინციპული და ძალიან იმედი მაქვს, რომ მოსამართლე შეისმენს ათიათასობით ადამიანის ხმას. დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც სასამართლომ უნდა დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ამბობს ადვოკატი რუსთავი 2-თან საუბარში.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის არგუმენტი, თითქოს, მელია მიიმალება ან ზემოქმედება ექნება მოწმეებზე, უსაფუძვლოა და ამის “აბსოლუტურად ნულოვანი საფრთხე“ არსებობს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოში სიტყვით მოსამართლეს მივაწვდით მტკიცებულებებს და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომლითაც ვეცდებით, რომ მოსამართლე დავარწმუნოთ მის მოვალეობაში – ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება“, – ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

ნიკა მელიასთვის  აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

“ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს” – მელია სასამართლოში მივიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი