ახალი ამბები

მელია დაპატიმრებას სახლში ელოდება

27 ივნისი, 2019 • 700
მელია დაპატიმრებას სახლში ელოდება

ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავენ. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის მელია საკუთარ სახლში იმყოფება.

გუშინ, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან — ნიკა მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი