რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ხელისუფლებაში კულტურის მესვეურებს მიმართავს და პასუხს სთხოვს იმის შესახებ, თუ რატომ გაუქმდა მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც ქართული კულტურისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით,“უწყების დაქვემდებარებაში მყოფი მცირე დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის დაწესებულებებს შეუერთნენ და ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ”.
“პირდაპირ მინდა მივმართო კულტურის მესვეურებს ხელისუფლებაში, რატომ გააუქმეს მწერალთა სახლი და ეროვნული წიგნის ცენტრი? ორი ინსტიტუცია, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა ქართული კულტურისთვის. მწერალთა სახლში ისეთი საღამოები ტარდებოდა და ისეთი ცოცხალი აზრი იყო… რატომ გააუქმეს?
ეროვნული წიგნის სახლმა კიდევ ისეთი ბაზრობა მოაწყო ფრანკფურტში, სტუმრის სტატუსით… პასუხი არ მაქვს. როდესაც გაწყდება კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მერე იწყება აუხსნელი, მე პასუხი არ მაქვს ამაზე და მინდა ვინმემ მიპასუხოს: რატომ მოხდა ასე?” – ამბობს ღოღობერიძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
“შურისძიება მწერლებზე“- რატომ აკრიტიკებენ მწერლები სამინისტროს