ახალი ამბები

„ოცნების“ სამი დეპუტატი, ვინც მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა, თუმცა პარლამენტში იყო

26 ივნისი, 2019 • 2828
„ოცნების“ სამი დეპუტატი, ვინც მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა, თუმცა პარლამენტში იყო

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ. თუმცა ხმის მისაცემად 94 პარლამენტარი იყო დარეგისტრირებული.

ამ 94-დან სამ დეპუტატს ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები- ბექა ოდიშარია და რომან კაკულია; მესამე იყო მირიან წიკლაური, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რის გამო არ მისცეს მათ ხმა მელიას დაპატიმრებას.

[განახლება: ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა განმარტეს, რომ ხმის მიცემაში მიიღეს მონაწილეობა და მელიას წინააღმდეგ მისცეს ხმა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მათი ხმა არ აისახა]

„ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, მარიამ ჯაშს საერთოდ არ გაუვლია ხმის მისაცემად რეგისტრაცია, თუმცა სხდომას ესწრებოდა. მან თქვა, რომ თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან.

ბექა ოდიშარიას განმარტება:

ოდიშარიას განმარტებით, მელიას წინააღმდეგ მისი ხმა ტექნიკური მიზეზის გამო არ აისახა

მირიან წიკლაურის განმარტება

წიკლაურიც ამბობს, რომ მელიას წინააღმდეგ მისი ხმა ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა

სრულია სია ნახეთ აქ:

დეპუტატები, ვინც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს – სია

მასალების გადაბეჭდვის წესი