ახალი ამბები

ოდიშარიას განმარტებით, მელიას წინააღმდეგ მისი ხმა ტექნიკური მიზეზის გამო არ აისახა

26 ივნისი, 2019 • 2396
ოდიშარიას განმარტებით, მელიას წინააღმდეგ მისი ხმა ტექნიკური მიზეზის გამო არ აისახა

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში. პარლამენტის წევრის განცხადებით, ხმა მისცა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ეს არ აისახა კენჭისყრის შედეგში. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის პრესსამსახურმა მიაწოდა.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ. თუმცა ხმის მისაცემად 94 პარლამენტარი იყო დარეგისტრირებული.

ამ 94-დან სამ დეპუტატს ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ბექა ოდიშარია და რომან კაკულია; მესამე იყო მირიან წიკლაური, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რის გამო არ მისცეს მათ ხმა მელიას დაპატიმრებას.

„ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, მარიამ ჯაშს საერთოდ არ გაუვლია ხმის მისაცემად რეგისტრაცია, თუმცა სხდომას ესწრებოდა. მან თქვა, რომ თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან.

სრულია სია ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი