ახალი ამბები

პერსონალური და პოლიტიკური სირცხვილი – ბოკერია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

26 ივნისი, 2019 • 1535
პერსონალური და პოლიტიკური სირცხვილი – ბოკერია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

გიგა ბოკერიას შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამარცხვინოა და ამით ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირება მოახდინა.

“პერსონალური და პოლიტიკური სირცხვილი იმ გუნდს, რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული ქვეყნის მართვაზე, ბიძინა ივანიშვილის გუნდს, და რომელმაც არ მოისურვა განეხილა გახარიას კრიმინალური, სისხლიანი გადაწყვეტილებები.  ამის მაგივრად პოლიტიკური ოპონენტის ციხეში გაშვება სცადა. როგორც მეთოდი, რომ გახარია პოლიტიკურად გადაარჩინონ და უაღრესად დასუსტებული ივანიშვილის ხელისუფლების ძალის დემონსტრირება მოახდინონ”,-აცხადებს ბოკერია.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი