ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ ძებნილი ადამიანები უკრაინაში კომფორტულად არიან მოკალათებულები

20 დეკემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ ძებნილი ადამიანები უკრაინაში კომფორტულად არიან მოკალათებულები

“ეს მხოლოდ საზიანო იქნება, პირიქით, უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ამგვარი ქმედებებით.. მე პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს, ასევე პრემიერს, იაცენუკს. მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ მიერ ძებნილი ადეიშვილი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება, რომლის დროსაც გასამართლდა 3000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, მე ამას ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ ინიშნება ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. 


საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრები, ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად, ხოლო შსს მინისტრის პირველ მოადგილედ ეკა ზღულაძე დაინიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, მაღალ თანამდებობებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრების დანიშვნაც იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი