ახალი ამბები

შეფერხება მეტროსადგურ “ნაძალადევში”

26 ივნისი, 2019 • 1002
შეფერხება მეტროსადგურ “ნაძალადევში”

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მოძრაობა დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში გაჩერდა. შემთხვევა დაახლოებთ 14:20 საათზე მოხდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, დაზიანდა მოძრავი შემადგენლობის კონკრეტული ვაგონი  და არა მთლიანი შემადგენლობა. ისინი მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციას დაკვამლიანებასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ.

„ტექნიკურმა ჯგუფმა დაკვამლიანება არ ახსენა. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. კონკრეტულად დაზიანებული ვაგონის ჩასახსნელად საჭირო გახდა მოძრავი შემადგენლობის ჩიხში შეყვანა“, – განაცხადეს თბილისი სატრანსპორტო კომპანიაში. 

შემთხვევის შედეგად ერთმა ახალგაზრდამ გონება დაკარგა. მას სავაადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა, პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა. ამ დროისთვის მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მოძრაობა სრულიად აღდგა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი