ახალი ამბები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მაიდანზე გაიმართება

20 დეკემბერი, 2014 •
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მაიდანზე გაიმართება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მიხეილ უკლებამ რუსთავი 2–თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ საელჩო ცდილობს მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს გრიგოლაშვილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში. ამასთან, ჩამოსვენების და დაკრძალვის ყველა ხარჯს ხელისუფლება გაიღებს.

 

გრიგოლაშვილი ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

 

პრორუსი მებრძოლების იერიშის შედეგად, გრიგოლაშვილთან ერთად ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. 

 

ალექსანდრე გრიგოლაშვილი; ფოტო: http://strana.in.ua/
ალექსანდრე გრიგოლაშვილი; ფოტო: http://strana.in.ua/

მასალების გადაბეჭდვის წესი