ახალი ამბებირეკლამა

მოძრაობა #ეკოისტი – ლოიალობის პლატფორმა „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“

26 ივნისი, 2019 • 2354
მოძრაობა #ეკოისტი – ლოიალობის პლატფორმა „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოიალობის პროგრამას იწყებს. დღეიდან  კომპანიის აპლიკაციითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით თანხის გამომუშავება შეგიძლიათ.  მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, 26 ივნისს “ექსპო ჯორჯიაში “ გაიმართა.

წამყვანი სადაზღვევო კომპანიის აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებლები თანხას ეკომონეტების სახით აგროვებენ. დასაგროვებლად ხუთი ეკოაქტივობაა საჭირო:

[checklist]

  • ვარჯიში
  • 10 ათასი ნაბიჯი დღეში
  • 2 ლიტრი წყალი დღეში
  • ველოსიპედის შეძენა
  • ავტომობილის გამონაბოლქვი: ევროსტანდარტი

[/checklist]

ეკოქცევით თანხის გამომუშავება არამხოლოდ ჯიპიაი-ს დაზღვეულებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ჯანსაღი ცხოვრების ვალუტის – ეკომონეტების გამომუშავება ეკოქცევების აპლიკაციით დაფიქსირებით ხდება. MyGPI ხელმისაწვდომია როგორც IOS-ის , ისე Android-ის მომხმარებლებისთვის და საკმარისია მხოლოდ ავტორიზაციის გავლა, რომ დაგროვება იმავე დღეს დაიწყოს.

ჯიპიაი ჰოლდინგი ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს ამ იდეის გარშემო.  

ეკომონეტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს დაზღვეულებში და დარწმუნებულები ვართ, ეს სიახლე – წახალისება ეკოქცევებით – ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს მათ,” – ამბობს სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი.

100 ეკომონეტა  1 ლარს უდრის. მონეტები შემდეგი პრინციპით დაგროვდება:
[checklist]

  • 10 000 ნაბიჯი დღეში – 5 ეკომონეტა
  • 2 ლიტრი წყალი დღეში – 2 ეკომონეტა
  • ვარჯიში – 20 ეკომონეტა
  • ველოსიპედის შეძენა – 500 ეკომონეტა (დაფიქსირება ხდება ექსტრიმში)
  • ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება – ევროსტანდარტი 1000 ეკომონეტა (დაფიქსირება ხდება ქვიქტესტში)

[/checklist]

გარდა ამისა, კომპანია გააგრძელებს ლოიალური კლიენტების წახალისებას.  უკვე ერთი წელია ერთგულ კლიენტებს დაზღვევაში გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი (10%-მდე) უგროვდებათ და ეკომონეტების სახით უბრუნდებათ.

ეკოისტების კამპანიაში უკვე ჩაერთნენ ეკო სულისკვეთების კომპანიები: წყლის ბრენდი „სნო“,ფიტნეს ცენტრი „ასპრია“,სპორტული მაღაზიების ქსელი „ექსტრიმი“ და ტექინსპექტირების ცენტრი – „ქვიქტესტი“. 

პრეზენტაციაზე კამპანიის სიმბოლოებს, ე.წ. ეკოჯარისკაცებს თვალები ჰქონდათ ახვეული , რითაც კომპანია ანტისაოკუპაციო მესიჯს უერთდება:

„ეკოისტობა ჩვენთვის არ არის მხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვა, არამედ ყოველდღიურობაში ჯანსაღი და პროგრესული ქმედებებს მიუაზრებს. ეს ის უნივერსალური ღირებულებებია, რომლის გარშემოც სრულ კონსოლიდაციას ვხედავთ ამ ბოლო დღეებში და სწორედ ეს მიგვიყვანს ისეთ საზოგადოებამდე, რომელიც პასუხისმგებელია დღევანდელობაზე და მომავალი თაობების კეთილდღეობაზე. ჩვენ, როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფი, მოწოდებულები ვართ, რომ დავამკვიდროთ სწორედ ეს ღირებულებები – ვგულისხობ ცივილიზებულ ბიზნესს, რომელიც არა არის მხოლოდ მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებული , არამედ ზრუნავს ცხოვრების თანამედროვე წესის, პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში.

შესაბამისად, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ანტისაოკუპაციო სულისკვეთებას და კიდევ უფრო გავაქტიურდებით, რომ მოვახდინოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზება ჩვენი ჯგუფის მასშტაბით, რომელიც ევროპის 25 ქვეყანაში საქმიანობს. ამის თაობაზე უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ ჩვენს გეგმებს,“ – აცხადებს თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი.

მისივე თქმით, ეკოისტობის იდეის პოპულარიზებაში კომპანიას  ეკოჯარისკაცები დაეხმარებიან. თითოეული ეკოქცევას საკუთარი ეკოჯარისკაცი ჰყავს – ეს ის ხალხია, ვინც იბრძვის გარემოს დაცვისთვის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

ეკოჯარისკაცებს ცალი თვალი ახვეული აქვთ, ანტისაოკუპაციო აქციის სულისკვეთების გაზიარების ნიშნად.

პირველი ეკოჯარისკაცები არიან:

დათა ქაჯაია – ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მრბოლელი, ოთხგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სერიის პრიზიორი დათა ქაჯაია საგზაო უსაფრთხოების პოპულარიზაციას ეწევა;

გიგა მაქარაშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც უკვე სამი მსვლელობა მოაწყო ფეხით. ბოლო „თავისუფლების მარში“ 26 მაისს მესტიაში დაასრულა და ამ დროის განმავლობაში 2მილიონზე მეტი ნაბიჯი გაიარა;

სალომე კასრაძე – ვლოგერი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და სამოქალაქო აქტივისტი. სალომე არის პირველი ქართველი იუთუბერი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის თავის მოვლას და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პროპაგანდას;

გამეზა – მხატვარ-მონუმენტალისტი, სთრით-არტისტი, ანტიშფოთის იდეის შემქმნელ-მატარებელი, ველოსიპედით მოძრაობის მოყვარული;  

მელი ბაღდავაძე: კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, კანის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში, ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სარეკლამო ფესტივალებზე და ამავდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირობო მიმდევარი. 

“ჯიპიამ ახალი ვალუტა შექმნა და ფულს გვიხდიან ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაში. მე ვიქნები ნაბიჯების ჯარისკაცი, რომელმაც მინიმუმ ათი ათასი ნაბიჯი უნდა გადადგას დღეში. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. ეკოლოგიური პრობლემები ძლიერდება, ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ და ჯანსაღი წესით ვიცხოვროთ, “ – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

ჩამოტვირთე აპლიკაცია MyGPI და გახდი ეკოისტი .

ეკოისტების მოძრაობის აქტივობა ფეისბუქ ჯგუფში ეკოისტები | Ecoists გაიშლება, რომელიც იქნება სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გასააქტიურებლად. ჯგუფი ეკოისტებს გააერთიანებს და სხვადასხვა სასარგებლო წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს. ჯგუფში გაწევრიანება და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩართვა ყველას შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი