ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა

19 დეკემბერი, 2014 •
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა

იგი ამ თანამდებობაზე ტოივო კლაარს შეცვლის, რომელიც საქართველოს დეკემბერში დატოვებს. კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა.

კესტუტის იანკაუსკასი
კესტუტის იანკაუსკასი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მანდატი 2 წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელდა.


“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ევროკავშირი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის კონკრეტულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”– განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.


EUMM–ის განცხადებით, სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან სიტუაციის სტაბილიზაციასა და ნორმალიზაციას უჭერს მხარს და ორიენტირებულია იმ 6–პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის მიერ მოეწერა. EUMM–ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის ოფისის ხელმძღვანელი თბილისში, ტოივო კლაარი, რომელიც მისიას 2013 წლის სექტემბრიდან ხელძღვანელობდა, მალე შეიცვლება. განახლებული მანდატის პირველ წელს მისიის ბიუჯეტი 18.3 მილიონ ევროს შეადგენს

მასალების გადაბეჭდვის წესი