ახალი ამბები

წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში – მაკო გომური

26 ივნისი, 2019 • 1760
წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში – მაკო გომური

20 ივნისის ღამით დაზარალებული 18 წლის მაკო გომური საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემზგავრა. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას, დაზარალებული საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე წერს.

მაკო გომურის ოჯახის წევრების თქმით, ის სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის გამზირის გავლით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც პოლიციელის მიერ გასროლილი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. დაშავებული 5 დღის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, საჭირო იქნება თუ არა, სხვა დაშავებულებიც გაამგზავრონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი