ახალი ამბები

26 ივნისი: დარბევისას დაშავებული 2 პირი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

26 ივნისი, 2019 • 2042
26 ივნისი: დარბევისას დაშავებული 2 პირი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკაში 10 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 პაციენტი კვლავ მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, დღის ბოლომდე კი სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე ადამიანი დატოვებს.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გვიან ღამით პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ 240 ადამიანი დაშავდა. მათგან  80 პოლიციელი და 31 ჟურნალისტი იყო, დანარჩენები კი აქციის მონაწილეები იყვნენ. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი