პუტინის თქმით, აღნიშნული საკითხი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მსგავსია.
“უნდა მოელაპარაკო ადამიანებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. თავის დროზე ვარწმუნებდი მიხეილ სააკაშვილს [რომელიც ახლა გაქცეულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ინიციატივით არ დევნის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მას. ჩვენ ხომ აქ არაფერ შუაში ვართ], რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ საომარი მოქმედებები.”
მისი თქმით, ეს გაფრთხილებები სააკაშვილის ხელისუფლების მიერ იგნორირებული იყო, საქართველომ საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
“რთულია ძალიან. მაგრამ პირველ ეტაპზე ურთიერთობები უნდა დალაგდეს, პირდაპირი კონტაქტები უნდა აღდგეს. თუ ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება, ჩვენ ყველანი ხელს შევუწყობთ ამ პროცესს.”