“თბილისი ცენტრალის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაგზლის მოედანზე, ყვითელი ავტობუსი დაიწვა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.