ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროპარლამენტში [LIVE]

18 დეკემბერი, 2014 • • 1855
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროპარლამენტში [LIVE]

პლენარულ სხდომას ეწსრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე.

 

2013 წლის 29 ნოემბერს, ქ. ვილნიუსში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება შედგა, ხოლო მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება დღეისათვის ათი ქვეყნის – რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და ხორვატიის მიერ არის რატიფიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი