ახალი ამბები

წულუკიანი პროკურატურის რეფორმის საკითხზე 26 დეკემბერს სხდომას იწვევს

18 დეკემბერი, 2014 • • 1186
წულუკიანი პროკურატურის რეფორმის საკითხზე 26 დეკემბერს სხდომას იწვევს

წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმის მთავარი მიზანია, პროკურატურა გახდეს ორგანო, რომელიც ებრძვის დანაშაულს და ამავდროულად, განამტკიცებს კანონის უზენაესობას.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დავალება მისცა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროკურატურის ინსტიტუციურ რეფორმაზე იმუშავებს.


წინა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს რეფორმირების დავალება გასცა იმ კუთხით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს უშიშროების სამსახურები. ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ დაიწყო შსს-დან უსაფრთხოეის სამსახურრების გამოყოფაზე მუშაობა. მისივე თქმით, იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან არსამთავრობო ორგანიზაციები, ქართველი და უცხოეული ექსპერტები და ყველა, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი