ახალი ამბები

“გახარიას ადგილზე გადავდგებოდი” – უმრავლესობის წევრი გეგიძე

25 ივნისი, 2019 •
“გახარიას ადგილზე გადავდგებოდი” – უმრავლესობის წევრი გეგიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.

“ჩემთვის ნამდვილად არ იყო ადვილი დღევანდელი სხდომა, ვინაიდან თქვენთან ერთად მომიწია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მოსმენა, რომლებიც მორალს გვიკითხავდნენ და გვასწავლიდნენ ჭკუას. ასევე, ემოციის გარეშე ძალზე მიჭირს ლაპარაკი იმიტომ, რომ 20 ივნისს აღმოვჩნდი როლში, როცა ვიყავი პარლმაენტის შენობაში და გარეთ იყვნენ შეკრებილი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს. მიჭირს საკუთარი ისტორიის გახსენება, მაგრამ 7 ნოემბერს როცა ვშიმშილობდით პარლამენტის წინ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგვარბია მხოლოდ ამ მიზეზით. ახლა იყო დესტრუქციული მცდელობა და მოწოდებები, რომელიც მოდის კონფლიქტში სახელმწიფო ინსტერესებთან და კონსტიტუციასთან. მიუხედავად ამისა, ჩემი პრინციპია, ყველაფერი შევაფასო შედეგიდან გამომდინარე. შედეგად მივიღეთ სამუდამოდ დასახიჩრებული ჩვენი მოქალაქეები. არ მაინტერესებს, რა მრწამსის ან პრინციპების გამო იყვნენ მოსულები. მე ვფიქრობ, შესაძლებელი იყო ამ შედეგების თავიდან აცილება”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

დეპუტატის თქმით, მისთვის მიუღებელია, პოლიციის ქვედა ეშელონებში მოხდეს ამ შედეგების დადგომის მიზეზის ძებნა.

“შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი. მე ვაფასებ შედეგის მიხედვით და პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი”, – აღნიშნა ბიძნა გეგიძემ და დასძინა, რომ მმართველ გუნდში ზოგჯერ გადაწყვეტილებები გვიანდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი