ახალი ამბები

დაკავებულ მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

17 დეკემბერი, 2014 •
დაკავებულ მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

“ბრალდების მხარის შეთავაზებაზე დაცვის მხარემ მოითხოვა დრო, რაც მათივე განმატრებით, საპროცესო შეთანხმებისათვის ჯარიმის სახით გადასახდელი თანხის შეგროვებისთვის სჭირდებათ. შესაბამისად, მოითხოვეს ერთთვიანი ვადა და განაცხადეს, რომ ერთი თვე საკმარისი იქნება იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ”, -განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

 

24 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის რვა არბიტრი დააკავა.

 

სულ საქართველოში ეროვნული კატეგორიის 14 მთავარი მსაჯი და 12 ასისტენტი მუშაობს, ხოლო საერთაშორისო კატეგორიის [ფიფა] – 3 მთავარი მსაჯი და 6 ასისტენტი. ფიფას კატეგორიის არბიტრს საერთაშორისო ეგიდით გამართული მატჩების მსაჯობაც შეუძლია, ხოლო ეროვნული კატეგორიის არბიტრი საქართველოს უმაღლესი ლიგის თამაშებს უძღვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი