“წავიკითხე გიორგის პოსტი. ყველაფერი გასაგები და ნათელია. თუკი არსებობს სხვა სიმართლე, რომ გაჩერების დროს იარაღით გადმოხტა და პოლიციის თანამშრომლებს ემუქრებოდა, ან საბრძოლო მზადყოფნაში ქონდა იარაღი და ისე გაადადგილდებოდა, ან ოპერატიული ინფორმაცია ქონდათ, რომ დანაშაულის ჩასადენად ემზადებოდა, მაშინ მოგვიყევით. თუ ეს არ არის, მაშინ იქნებ ვინმემ ისევე მწყობრად და დამაჯერებლად აუხსნას საზოგადოებას, რატომ იყო სრულიად კანონმორჩილი ადამიანის 2 დღით დაკავება / თავისუფლების აღკვეთა, ამაზე სახელმწიფო რესურსების ფლანგვა, შსს-ს თანამშრომლების მოცდენა და სხვა მნიშველოვანი საქმეებისგან ჩამოშორება აუცილებელი და ერთადერთადერთი ზომა, რომელიც იმ კონკრეტულ თანამდებობის პირს მოაფიქრდა”,- წერს თინა ხიდაშელი
მისივე თქმით, იზოლატორში გამომწყვდევა მხოლოდ საზოგადოებისათვის საფრთხის მატარებელ ადამიანებს ეხებათ და თან მხოლოდ მაშინ, თუკი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ან ზუსტად იცით, რომ განმეორებით ჩაიდენენ.
“კიდევ ისიც მოგვიყევით, როგორ და რა ფორმით აპირებთ მსგავსი მახინჯი პრაქტიკის გაქრობას ამ უწყებიდან. თავისთავად არც “ცუდი კაცია” ან “საშიში კაცია” არის საკმარისი ადამიანის გამოსამწყვდევად, ან მხოლოდ ჩადენილი დანაშაული, ეს ცუდი კაცი ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ კიდევ რომ საფრთეს წარმოადგენს, ეს უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა გამოამწყვდიოთ სასამართლოს განაჩენამდე. რაიმე სისხლის სამართლის დანაშული რომ ჩაიდინა გიორგი კლდიაშვილმა, ესეც მოგვიყევით აუცილებლად მთელ დანარჩენ საზოგადოებას იმის შემდეგ, რაც განგვიმარტავთ საფრთხის ხარისხსა და ამით გამოწვეულ პატიმრობის გარდაუვალობას”,- წერლს ხიდაშელი.
2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ.