ახალი ამბები

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ლგბტ სამკლაურს გაიკეთებდა

24 ივნისი, 2019 • 1735
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ლგბტ სამკლაურს გაიკეთებდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი და ორგზის ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ლგბტ სამკლაურს გაიკეთებდა.

CrystalSport-ისთვის მიცემულ ინტერვუში ჟურნალისტი დათუნაშვილს ეკითხება, თუ რა აზრის არის 17 მაისის აღნიშვნასა და ღირსების მარშზე, რაზეც დათუნაშვილი პასუხობს, რომ ადამიანი თავისუფალია და “ვისაც რა უნდა, ის უნდა აკეთოს კანონის ფარგლებში“.

“ჯერ არ შემოუთავაზებიათ – კი, გავიკეთებდი. საზოგადოება, სხვათა შორის, ბევრ რამეში უშლის ადამიანს ხელს, რომ რაღაცები გამოხატოს. ზოგადად, რასაც ფიქრობ, ის უნდა გააკეთო, ჩემი აზრით ასეა. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. თუ ვიცი, რომ საზოგადოებრივი აზრი არასწორია, არ გავითვალისწინებ“, – ამბობს დათუნაშვილი ინტერვიუში.

ქართველი სპორტსმენებიდან პირველი, ვინც ლგბტ სამკლაური გაიკეთა, გურამ კაშიაა.  ის ამ დროს არნმენის ვიტესის კაპიტანი იყო. მიუხედავად მის წინააღმდეგ აგორებული ჰომოფობიური კამპანიისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს უკან არ დაუხევია და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

შემდგომ, უეფამ კაშიას “თანასწორობის ჯილოც“ გადასცა.

გურამ კაშია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად. ფოტო: ANP

მასალების გადაბეჭდვის წესი