“მართალია, აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა ბევრ გამოწვევას წააწყდა, ჩემს ქვეყანაში მან დიდ წარმატებას მიაღწია, რაც ევროკავშირისთვის საამაყო უნდა იყოს. მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტების მთელი რიგი ჩვენი პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში რეფორმების გასატარებლად, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განმტკიცებას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფას. მიუხდავად იმისა, რომ ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების გზაზე ჩვენ დავდექით ბევრი გამოწვევის წინაშე და ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ჩვენ მაინც განუხრელად მივიწევთ სწორი მიმართულებით”,- წერს ღარიბაშვილი.

 

მისივე შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უზრუნველყოფს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბაზას რეფორმების გასაგრძელებლად, ხოლო ევროინტეგრაციის გაღრმავების პერსპექტივა არის ის მიზანი, რომლის მიღწევისათვის საქართვლოს მოქალაქეები და მათი ლიდერები მზად არიან იბრძოლონ.

 

“ხელშეკრულების განხოციელებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კვალდაკვალ სწრაფად იზრდება ვაჭრობა და ინვსტიციები. შემდგომი ინსტიტუციური რეფორმები და შესაძლებლობების გაზრდა განამტკიცებს სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიულად განლაგებულ საქმიან ცენტრს და უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ენერგოესუსების სატრანზიტო მარშუტს. ჩვენ ვართ და დავრჩებით ევროკავშირისა და ნატოს სანდო მოკავშირეები ჩვენს არასტაბილურ რეგიონში და გამოვთქვამთ მზადყოფნას, კვლავაც შევიტანოთ წვლილი რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში”,- ნათქვამია წერილში.

 

ღარიბაშვილის თქმით, ევროპალამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას  უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საქართვლოსთვის.

 

“გამოვთქვამ იმედს, რომ ევოკავშირის წევრი ქვეყნების პალამენტებიც მიბაძავენ ევროპარლამენტის მაგალითს. ასოცირების ხელშეკულების სრული ამოქმედება იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურყევი გადაყვეტილების მკაფიო დემონსტრირება ჩვენი საზიარო ღირებულებების დაცვასა და აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშესახები შედეგები, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობითა და დამთავრებული უვიზო მიმოსვლით, ჩვენს ხალხს მოუტანს მყისიერ სარგებელს, ხოლო გრძელვადიან ჭრილში ხელს შეუწყობს გაფართოებულ რეგონში მშვიდობას, დემოკრატიას, გზაიარების პრაქტიკასა და კეთილდღეობას”,- ამბობს ის.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება  2014 წლის ივნისში გაფორმდა. მისი რატიფიცრება ევროპარლამენტში 18 დეკემბერს მოხდება. ევროპის სახალხო პარტიამ პროცესზე დასასწრებად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიწვია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *