ახალი ამბები

Konoba თავის მსმენელს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

24 ივნისი, 2019 • 2254
Konoba თავის მსმენელს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

ბელგიელი მუსიკოსი Konoba ინსტაგრამზე საკუთარ მსმენელს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

ინსტაგრამზე გამოქვყნებულ ე.წ.  სთორიში [ფოტოები, რომლებიც 24 საათში ქრება] Konoba ყვება, რომ პუტინის მიერ ფრენების აკრძალვის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა დაზიანდეს. სწორედ ამიტომ, ის მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ტურიზმს დაეხმარონ.

მუსიკოსი წერს: “სამი დღის წინ ქართველმა ხალხმა რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპირებისა და საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე რუსეთის მზარდი ზეგავლენის წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო. გახსოვდეთ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც   ნატოსა და ევროკავშირში გაწვერიანებისკენ მიისწრაფვის”

“რა თქმა უნდა, ეს [პროტესტი] პუტინს არ გაუხარდა. ამიტომ, მან გადაწყვიტა დემონსტრაციისთვის “ანტირუსული პროვოკაცია“ ეწოდებინა, რასაც შემდგომ მოჰყვა მისი დრამატული რეაქცია – მან რუსეთიდან საქართველოში ფრენები აკრძალა“.

 

Konoba-ს ინსტაგრამი

 

Konoba-ს ინსტაგრამი

“საკმაოდ ბანძი საქციელია.. იგივეა, რაც იმის თქმა, რომ “ან იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი, ან შედეგებს მოიმკი“.

Konoba-ს ინსტაგრამი

“ეს დააზიანებს ქვეყნის ტურიზმს და მათ [ქართველებს] თქვენი დახმარება სჭირდებათ. ქართველებს სჭირდებათ, რომ წახვიდეთ და ესტუმროთ მათ მშვენიერ ქვეყანას, რათა ზარალი აანაზღაურონ“.

Konoba-ს ინსტაგრამი

“ეს არის ულამაზესი ქვეყანა, სავსე შთამაგონებელი ხედებითა და ქალაქებით“.

Konoba-ს ინსტაგრამი

“საოცარი ღვინითა და სამზარეულოთი“.

Konoba-ს ინსტაგრამი

“ასევე სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხით, რომლებსაც ეამაყებათ, რომ ნებისმიერისთვის, რუსებისთვისაც კი, კარგი მასპინძლობის გაწევა შეუძლიათ“

Konoba-ს ინსტაგრამი

“თუ თქვენ ფიქრობთ საქართველოში წასვლაზე, აქ არის ლინკი, რომელიც მეტი ინფორმაციის მიღებაში დაგეხმარებათ“.

Konoba-ს ინსტაგრამი

“ერთი რამის თხოვნა მინდა ჩემი ქართველი მეგობრებისთვის. რუსების დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს ან ტურისტად ჩამოდის – კარგი ადამიანები არიან, რომლებსაც თქვენი ქვეყანა და ტრადიცია უყვართ. ნუ გადაუხდით მათ სამაგიეროდ იმ სულელური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოსკოვში მიიღეს. მათ ამ გადაწყვეტილებებთან საერთო არ აქვთ. განაგრძეთ არაჩვეულებრივ მასპინძლებად ყოფნა, მათ შორის რუსების მიმართ. ეს უნდა იყოს ერთობაზე და არა გამონაკლისებზე, სიყვარულზე და არა სიძულვილზე“.

სხვა ფესტივალებთან ერთად, სადაც Konoba-ს კონცერტები გაუმართავს, 2018 წლის Tbilisi Open Air-ია. კონცერტის შემდეგ ფეისბუკ-გვერდზე მუსიკოსმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ საქართველო მის გულში მუდამ დარჩება.

https://www.facebook.com/KonobaMusic/photos/a.306484476071050/1884310178288464/?type=3&theater

მასალების გადაბეჭდვის წესი