10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბუკია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2015 წლის ბიუჯეტი; დავით ონოფრიშვილის გადაყენების საკითხი; რატომ ვერ მიიღებს საქართველოს აშშ-ს მთავარი მოკავშირეობის სტატუსს?
მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23
12:00 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გუბაზ სანიკიძისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა კიკნაველიძის შეხვედრა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის წევრებთან
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთხი N317
12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ წარმომადგენლები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ქუთაისელ უფროსკლასელებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ უმაღლესი განათლების პროექტს გააცნობენ.
ადგილი: ქუთაისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: თამარ მეფის 59
14:00 თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ერთად, ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებების მზადების პროცესს დაათავლიერებს.
14:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
დღის წესრიგი: (პრესრელიზი)
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთხი N439
14:00 საქველმოქმედო ფონდის „ჩემი სახლი“ თავმჯდომარე ნინელი ჭანკვეტაძე; შვეიცარიაში ქართველთა თანადგომის საზოგადოების თავმჯდომარე ქეთი კრესბერ-წიქორიძე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა და მოზარდთა დახმარების ფონდ აურეს-ის“ თავმჯდომარე ეკატერინე თორთლაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
17:00 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გუბაზ სანიკიძისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა კიკნაველიძის შეხვედრა ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლებთან და სათვისტომოს წევრებთან
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთხი N317
19:00 მწერალთა სახლში რეჟისორ შტეფან ტოლცის ტრილოგიისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

