ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2 წლით გაგრძელდება

17 დეკემბერი, 2014 • 1420
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2 წლით გაგრძელდება

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ევროკავშირი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის კონკრეტულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”– განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.


EUMM–ის განცხადებით, სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან სიტუაციის სტაბილიზაციასა და ნორმალიზაციას უჭერს მხარს და ორიენტირებულია იმ 6–პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის მიერ მოეწერა.

 

EUMM–ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის ოფისის ხელმძღვანელი თბილისში, ტოივო კლაარი, რომელიც მისიას 2013 წლის სექტემბრიდან ხელძღვანელობდა, მალე შეიცვლება.


განახლებული მანდატის პირველ წელს მისიის ბიუჯეტი 18.3 მილიონ ევროს შეადგენს

 

 

ფოტო – EUMM Georgia
ფოტო – EUMM Georgia

მასალების გადაბეჭდვის წესი