ახალი ამბები

დიალოგი არ იქნება მათთან, ვინც გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს – ბახტაძე

24 ივნისი, 2019 • 851
დიალოგი არ იქნება მათთან, ვინც გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს – ბახტაძე

მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, თუმცა აცხადებს, რომ დიალოგი არ იქნება იმ ადამიანებთან, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა.

“ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. იმათ, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული და ვინც მუდამ მოტივირებულნი არიან, რომ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, მათთან დიალოგი არ იქნება. მათ კანონი გასცემს. კონსულტაციები გაიმართება ყველასთან”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს სპეციალური ფორმატი საქართველოს პარლემენტში და სწორედ ამ ფორმატში წარიმართება კონსულტაციები როგორც პარლამენტს შიგნით მყოფ, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან.

“ქართული ოცნება” მზადყოფნას გამოთქვამს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს.

ამავე თემაზე:

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი