შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – კაფეს მენეჯერი, 34 წლის ტონი ჯონსონი და 38 წლის ადვოკატი კატრინა დაუსონი.
მომხდართან დაკავშირბით გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია ასევე იძიებს თავდამსხმელის, მან არონ მონის მოტივებს, რომელიც ირანელი ლტოლვილია და ექსტრემიზმითაა ცნობილი. პოლიციას აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა მის ხელში იარაღი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მონისი არ იყო იმ ადამიანთა სიაში, რომელსაც ტერორიზმთან კავშირის გამო აკვირდებიან.
სამშაბათს სიდნეის ცენტრალურ ნაწილში არსებულ კაფეში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით პოლიციამ კაფეს ალყა შემოარტა. სიდნეიში არსებული პრაქტიკით, ასეთი შემთხვევების გამოძიებას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციის მოადგილე კომისიონერმა არ დააკონკრეტა, თავად მონისმა ესროლა მძევლებს თუ არა. მას არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაფეს მენეჯერი სწორედ მაშინ დაჭრეს, როდესაც მონისს ებრძოდა. მან მხოლოდ ერთადერთი რამ თქვა – “თითოეული მძევალი გაბედულად მოქმედებდა”
მონისი თვითაღიარებული მუსლიმი საულიერო პირია, რომელიც ირანში დაიბადა და ავსტრალიაში 1996 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რელიგიური გრძნობებით ინსპირიებული აქტივისტი იყო, მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც საერთაშორისო ისლამისტურ მოძრაობებთან მის კავშირს ადასტურებს.
ეს ადამიანი გირაოთი იყო გათავისუფლებული, მას ბრალად ედება ყოფილი ცოლის მკვლელობაში მონაწილეობა. მისი კავშირი დასტურდება 40-ზე მეტ სექსუალურ და ძალადობრივ აქტთან.
როგორ კაფეში მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ მან აიძულა მძევლები, ისლამური დროშა ეჩვენებინათ კაფეს ფანჯრიდან. მძველად ყოფნის პერიოდი 16 საათს გაგრძელდა.












![სიდნეის კაფეში 16-საათიან ტყვეობას ორი ადამიანი ემსხვერპლა [ფოტო] სიდნეის კაფეში 16-საათიან ტყვეობას ორი ადამიანი ემსხვერპლა [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000034624.jpg)



