ახალი ამბები

პოლიციელები წაქცეულსაც მცემდნენ – პატიმრობიდან გათავისუფლებული ირაკლი ხვადაგიანი

23 ივნისი, 2019 • 1560
პოლიციელები წაქცეულსაც მცემდნენ – პატიმრობიდან გათავისუფლებული ირაკლი ხვადაგიანი

“პოლიციელები წაქეცეულსაც მცემდნენ”, – აცხადებს პატიმრობიდან გათავისუფლებული ირაკლი ხვადაგიანი, სოვლაბის მკვლევარი, რომელიც პოლიციამ 20 ივნისს აქციის ძალით გამოყენებისას დაშლისას დააკავა.

მას სახეზე, თვალის არეში ამჟამადაც აღენიშნება დაზიანებები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავდაპირველად 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ მისთვის სამდღიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს სამდღიანი ვადა 24 ივნისის დილის 2 საათზე გადიოდა, იგი გაათავისუფლეს დარბაზიდან.

ხვადაგიანს ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. „აქციის დარბევის დროს დამაკავეს. აქციის დაშლის დროს, დაკავების მომენტში გვცემეს. ყველას, ვინც მოგვიყვანეს აქ, 200-ზე მეტი ადამიანის მოჰყავთ ეტაპობრივად, მუხლი არის ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოდან.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით,  დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ოფიციალური ცნობით, დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლეს.

მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი