ახალი ამბები

თქვენ არ მოაწეროთ ხელი ჩემ გაშვებას და პატიმრობაში დავრჩები — ხვადაგიანი მურუსიძეს

23 ივნისი, 2019 • 4088
თქვენ არ მოაწეროთ ხელი ჩემ გაშვებას და პატიმრობაში დავრჩები — ხვადაგიანი მურუსიძეს

ოღონდ თქვენ არ მოაწეროთ ხელი ჩემი გათავისუფლების დოკუმენტს და პატიმრობაში დავრჩებიო, — როგორც დავით ჯიშკარიანი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, დაახლოებით ასე მიმართა დაკავებულმა მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს, რომელიც მის საქმეს განიხილავს.

23 ივნისს სააპელაციო სასამართლო განიხილავს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანის საქმეს. ხვადაგიანი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებისას სცემეს.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ხვადაგიანი ამბობდა, რომ მას ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. ხვადაგიანის საქმეს ლევან მურუსიძე განიხილავს.

მოსამართლე ლევან მურუსიძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული „ჩინჩალაძის კლანის“ ლიდერებად მოიხსენიებენ. იგი არაერთ საქმეში ფიგურირებს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა (სტრასბურგის) სასამართლომ ნეტგაზეთისთვის ცნობილი, სულ ცოტა, ხუთი საქმე განიხილა, რომელშიც ლევან მურუსიძეც ფიგურირებს და სადაც კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევა დადგინდა, მათ შორის სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეები.

„აქციის დარბევის დროს დამაკავეს. აქციის დაშლის დროს, დაკავების მომენტში გვცემეს. ყველას, ვინც მოგვიყვანეს აქ, 200-ზე მეტი ადამიანის მოჰყავთ ეტაპობრივად, მუხლი არის ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი