ნანუაშვილის განმარტებით მომავალი წლიდან ბიუჯეტი 2 380 000 ლარიდან დაახლოებით 4 მილიონმდე გაიზრდება. ომბუდსმენის თქმით, ომბუდსმენის აპარატში ბიუჯეტის ზრდის გამო გარკვეული სიახლეებია დაგეგმილი.
“დაგეგმილია სამხედრო ომბუდსმენის, ანუ თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სპეცილაური დეპარტამენტის შექმნა. იანვრიდან გვექნება სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს სამხედრო მოსამსახურეთა, ჯარისკაცთა უფლებებზე, ვეტერანთა, წვევამდელთა უფლებებზე, შეისწავლის ინდვიდუალურს საკითხებს და მოამზადებს ანგარიშებს”, – განაცხადა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ მომავალი წლიდან ადამიანის უფლებათა სკოლაც შეიქმნება.

“ეს იქნება სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ჩვენ სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს შევთავაზებთ ტრენინგკურსებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე”.
ომბუდსმნენმა დღეს, 16 დეკემბერს კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა.
“მომავალი წლის განმავლობაში ამუშავდება ცხელი ხაზი, მათ შორის არასამუშაო დღეებსა და საათებში და რეაგირებას მოახდენს ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის ფაქტებზე. ჩვენ გვეყოლება მობილური ჯგუფი, რომელიც თბილისში მსგავს პრობლემებზე მოახდენს რეაგირებას”, – განაცხადა ნანუაშვილმა.




