ახალი ამბები

თალაკვაძე: გვარამიას განცხადება აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობაა

23 ივნისი, 2019 • 779
თალაკვაძე: გვარამიას განცხადება აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობაა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი  არჩილ თალაკვაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ხდება ნიკა გვარამიას  განცხადებას ” მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას” უწოდებს.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 23 ივნისს განაცხადა, რომ  ორი წყაროსაგან მიღებული ინფორმაციით, ხელისუფლება ტელეკომპანი “რუსთავი 2”-ში შესვლას და “აღებას” გეგმავს.

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ორი წყაროდან ერთი ხელისუფლებას წარმოადგენს.

“მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან რუსთავი 2-ის დასაცავად.

პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე”, – აცხადებს თალაკვაძე.

გვარამია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მთავრობა რ2-ის შენობაში შევარდნაზე მსჯელობს

მასალების გადაბეჭდვის წესი