ახალი ამბები

“აირზენას” მენეჯმენტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

16 დეკემბერი, 2014 •
“აირზენას”  მენეჯმენტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

“აირზენას” განცხადებით, მთავრობა მათ დაპირდა, რომ რუსული ავიაკომპანიების ინტერსების დაცვის ნაცვლად, ქართული ავიაგადამზიდველების ინტერესებს დაიცავდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ეკონომიკის მინისტრმა მონოპოლიაში დაადანაშაულა: 


” გასულ კვირას ავიაკომპანია გაიფიცა მისი ხელოვნური გაკოტრების მცდელობის გამო, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაც მონაწილეობს. საქართველოს მთავრობამ- იგრძნო რა, სიტუაციის სიმძაფრე- მოგვცა დაპირება, რომ ნაცვლად უცხოური (ამ შემთხვევაში, რუსული) ავიაგადმზიდველის ინტერესების დაცვისა, დაიწყებდა ჩვენი, ანუ ქართული ავიაგადამზიდველის, ინტერესების დაცვას. საგაფიცვო კომიტეტმა და ავიაკომპანიის მთლიანმა შემადგენლობამ ირწმუნა, რომ მთავრობა მის სიტყვას არ გადავიდოდა, რის გამოც დროებით შეაჩერა საპროტესტო აქცია და განაახლა ფრენა მოსკოვის მიმართულებით. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა არად ჩააგდო ჩვენი აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისიწინებული დებულებების შესრულების შესახებ და ჩვენი პროტესტი ახსნა ჩვენივე მონოპოლისტური მიდრეკილებით, რაც მის აშკარა ტენდენციურობაზე მეტყველებს. რა მონოპოლისტობაზეა საუბარი მაშინ, როდესაც საქართველოს საავაციო ბაზრის 92%-ს უცხოური ავიაკომპანიები ფლობენ?! იმედს ვიტოვებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ეს ტენდენციურობა არ არის მთლიანად მთავრობის პოზიცია, რის გამოც ვითხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მისგან მოველით საკითხის სამართლიან გადაწყვეტას” – ნათქვამია განცხადებაში, რომელისაც კომპანიის საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.


16 დეკმბრიდან, ავიაკომპანიის თანშმრომლების გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციები განახლდება და გაგრძლედება იქმდე, ვიდრე არ მოხდება პრემიერ-მინისტრთან ჩვენი შეხვედრა და “აირზენას” სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება. თუმცა, სად და რა ფორმით გაიმართება აქცია, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ. 


“აირზენა” ფრენების შეჩერებას არ აპირებს, რასაც მოახლოებულ საშობაო და საახალწლო დღესასწაულებს უკავშირებს:

 
“ავიაკომპანია ითავლისწინებს რა მოახლოებულ საშობაო და საახალწლო დღესასწაულებს, ჯერჯერობით ყველა მიმართულებით (მათ შორის, მოსკოვის) ჩვეულ რეჟიმში გააგრძლებს ფრენებს. საქართველოს მთავრობის მხრიდან ჩვენი ინტერესების საბოლოოდ უგულებელყოფის შემთხვევაში ჩვენი პროტესტი (კანონის ფარგლებში) მიიღებს გაცილებით მკაცრ ფორმებს, რაც გულისხმობს აქციებში საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩართვას” – ნათქვამია განცახდებაში. 


11 და 12 დეკემბერს “აირზენას” ფრენები მოსკოვის მიმართულებით შეწყვეტილი ქონდა, რისი მიზეზიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქართული და რუსული კომპანიების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება იყო.

 

 

 

“აირზენას” ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ კომპანიას 10 სიხშირე უნდა გამოეყენებინა. 

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა 12 დეკემბერს საავიაციო სააგენტოს გადაწყვეტილება, რომ “აირზენას” მოსკოვის მიმართულებაზე 10 სიხშირე გამოეყენებინა, გააუქმა და  განაცხადა, რომ კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოხდა ზეწოლა ავიაციის სააგენტოზე და რუსეთის მიმართულებით ავიარეისების ხელოვნურად შემცირება.  

 

 

 

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღვოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტის ბოლოს აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. 2012 წლის დეკემბრიდან რეგულარული რეისების აღდგენის საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკებათა ორმხრივ ფორმატში განიხილებოდა.





მასალების გადაბეჭდვის წესი