“ის ადგილობრივი მაცხოვრებელია. დეტალურ ინფორმაციას ცოტა ხანში მოგაწვდით”, – აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუკზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დაყაჩაღება სცადეს. შსს არ ადასტურებს ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დაყაჩაღების პროცესში პედაგოგი დაჭრეს.