ახალი ამბები

რატომ აღმოჩნდა “საყდრისის მგორავი ქვები” კულტურის სამინისტროსთან [ფოტო]

15 დეკემბერი, 2014 •
რატომ აღმოჩნდა “საყდრისის მგორავი ქვები” კულტურის სამინისტროსთან [ფოტო]

აქცია 17:45–ზე დაიწყო და მასში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “ძეგლის მეგობარი”,  პარტიზანული მებაღეობა თბილისში” “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი” და სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი”.

 

აქციის მონაწილეთა განმარტებით, მათ წამოიღეს საყდრისიდან ქვები და კულტურის სამინისტროს კართან დაალაგეს, რითაც სამინისტროს თავისი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ შეახსენეს.

 

გარადა ამისა, აქციის მონაწილეებმა კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

 

როგორც “ნეტგაზეთს” აქციის მონაწილემ, “ძეგლის მეგობრის” დამფუძნებელმა სალომე ჭანტურიძემ განუცხადა, ის, რაც საყდრისში ხდება, კულტურის სამინისტროს თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობაა.

აქცია
აქცია ‘მგორავი ქვები საყდრისიდან’ კულტურის სამინისტროს წინ 15.12.2014

 

აქცია
აქცია ‘მგორავი ქვები საყდრისიდან’ კულტურის სამინისტროს წინ 15.12.2014

 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი