ზემოხსენებულ საკითხზე ინფორმაცია yunitskiy.com-მა გაავრცელა. აღნიშნულ საიტზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მერია საცობების განტვირთვის მიზნით ალტერნატიულ სატრანსპორტო ნაკადებზე ფიქრობს და ამიტომ კომპანია “სქაივეიმ” თავისი წინადადება მოამზადა “დაკიდებული ტრამვაის” პროექტის სახით. ამავე სტატიის მიხედვით პროექტს უკვე განიხილავს თბილისის მერიაც, თუმცა მერიაში ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.









