ერთი თვალითაც გხედავთ! – ამ წარწერით გამოაქვეყნეს ფეხბურთელებმა ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ ფოტოები, რომლებზე ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული.

ფეხბურთელები ასე უცხადებენ სოლიდარობას აქციის მონაწილეებს, რომლებმაც 20 ივლისს აქციის დარბევისას თვალი დაკარგეს.