ახალი ამბები

ელისო ჩაფიძე საყრდისის ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას ვანდალურ აქტს უწოდებს

15 დეკემბერი, 2014 •
ელისო ჩაფიძე საყრდისის ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას ვანდალურ აქტს უწოდებს

“პირველ რიგში მინდა ძალიან მწუხარება გამოვთქვა იმ ვანდალური აქტის გამო, რომელიც 13 დეკემბერს განხორციელდა. რა თქმა უნდა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავს უფლებას ვერ მივცემ წინასწარი ვერდაქტი გამოვიტანო, თუ რადმენად კანონიერი იყო აღნიშნული ქმედება, მაგრამ თქვენი ყურადღება რამდენიმე ფაქტორთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კულტურის მინისტრის 2014 წლის ბრძანებულება ძეგლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის განსაზღვრა ამჟამად სასამართლო ხელისუფლებაში გადანაცვლებული და ჯერ არდასრულებული ის ვადები, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს აღნიშნულის განხილვა. როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აღმასრულებელი და საკანონმდბელო ხელისუფლებაც თავს იკაევებს ხოლმე აღნიშნულ საკითხზე რაიმეს განხორციელებისაგან და როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ველოდებით თემიდას გადაწყვეტილებას, რაც ამ შემთვევაში არ განხორციელდა”, – განაცხადა ჩაფიძემ.


13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ორი აფეთქება განხორციელდა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი