ტელეკომპანიის ცნობით, მასწავლებლები აპროტესტებენ დირექტორის გადაწყვეტილებას მისი მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
განათლების სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაპირისპირება მასწავლებლებსა და დირექტორს შორის ნამდვილად არსებობს და ამის მიზეზებს სწავლობენ. სკოლაში მუშაობს აუდიტის სამსახურიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ხვალიდან სასწავლო პროცესი განახლდება. ასევე ხვალ გააკეთებს სამინისტრო განცხადებას სკოლაში განვითარებული მოვლენების შესახებ.





