ახალი ამბები

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კლიენტებს მხარს დაუჭერს

22 ივნისი, 2019 • 1840
თიბისი ბანკი აცხადებს, რომ  ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კლიენტებს მხარს დაუჭერს

თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც  საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვას ეხება და კლიენტებს მხარდაჭერას პირდება:

“ [ ეს ]შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე.  თიბისი ბანკი მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხადაჭერა  გაუწიოს”.

თიბისი ბანკი შესაბამისი შეხვედრებს  ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან გეგმავს.  

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

20 ივნიის თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი