ახალი ამბები

ილია მეორე: ვგმობთ საყდრისის აფეთქებას და იმ ადამიანებს, ვინც ეს აფეთქება მოაწყო

14 დეკემბერი, 2014 •
ილია მეორე: ვგმობთ საყდრისის აფეთქებას  და იმ ადამიანებს, ვინც ეს აფეთქება მოაწყო

“მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში, ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი აქტი და ჩვენ ვგმობთ მას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, გამოიძიონ ამის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს”,- აღნიშნა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

დღეს, 14 დეკემბერს სამუშაობის განახლება კულტურის სამინისტროსთან გააპროტესტეს, აქციის მონაწილეები აქციის გამართვას გეგმავენ საყდრისშიც.

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი