საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების განახლებას კომპანია “არემჯის” მიერ მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. აქციის მონაწილე სალომე ჭანტურიძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო სასამართლოს გვერდის ავლით ცდილობს საყდრისის განადგურებას.
“საკმაოდ კარგად გათვალეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კრიმინალებმა, რომ შაბათ-კვირას დაამთხვიეს ძეგლის ნგრევა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ვაპირებთ მოვითხოვოთ ყველა იმ ადამიანის სამართლებრივი ასუხისმგებლობა , რომელმაც ხელი მოაწერა ამ უკანონო გადაწყვეტილებას. გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას, თუმცა ესენი არ ცნობენ სასამართლოს”.
აქციიის მონაწილეება დაბა კაზრეთის მიმართულებით დაიძრებიან, სადაც აქციას დღის ბოლომდე გამართავენ. ისინი ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროსთან აქციები ყოველდღე გაიმართება.
13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.
საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.
RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.