“დადგენილია, რომ ბრალდებულმა სსიპ „სამხედრო ჰოსპიტალის“ მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს გაუწია დახმარება, კერძოდ მოახდინა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურეობის შესყიდვა მეწარმე სუბიექტისთვის სასურველი პირობით, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით აიღო 400 ლარი”,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პრველი ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.