2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.
2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს.
საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი, 3,5%-4,0%-ის ფარგლებში.
მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,9 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,9 მლრდ ლარამდე.
საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი და 8 030,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 800,0 მლნ ლარით აღემატება, ხოლო მშპ-ს 25,2%-ს შეადგენს.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები -115.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო გრანტები- 100.0 მლნ ლარი.
2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10-ლარით , 160-ლარამდე ზრდა, რომელიც 2015 წლის პირველი სექტემბრიდან განხორციელდება.